contrepoints.org ბიძინა ივანიშვილზე: „ქართუ” ფონდი მისი ოჯახის საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელმაც 3 მილიარდი აშშ დოლარი მოახმარა თავის კავკასიურ ქვეყანას

“ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საქველმოქმედო ორგანიზაციას – „ქართუ” ფონდს 3 მილიარდ დოლარის ოდენობის ქველმოქმედება აქვს გაწეული, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში მისი საქველმოქმედო ინიციატივები 500 მილიონ აშშ დოლარს უდრის’, – ამის შესახებ გამოცემა contrepoints.org-ი  წერს სტატიაში სათაურით – „ვინ არის ყველაზე გულუხვი დონორი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში?”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ გვიყვება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „მუშის შვილმა, ხუთსულიანი ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა ქონება საბანკო და მეტალურგიულ სექტორებში დააგროვა, როდესაც პრივატიზაციის ეპოქაში კომპანიებს ყიდულობდა რუსეთში და შემდეგ სარფიანი ფასნამატით ყიდდა”.

„ქართუ” ფონდი მისი ოჯახის საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელმაც 3 მილიარდი აშშ დოლარი მოახმარა თავის კავკასიურ ქვეყანას, რომელიც სპორტული ობიექტების მშენებლობიდან ისტორიული ძეგლების რესტავრაციამდე ყველა სფეროს მოიცავს. მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში მისი საქველმოქმედო ინიციატივები 500 მილიონ აშშ დოლარს უდრის”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები