ლევან რატიანი: დღეს კლინიკას 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით კლინიკიდან დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტი მკურნალობს.
“ამ ეტაპზე კლინიკაში 72 პაციენტი გვყავს, აქედან 58-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. დღეს კლინიკიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი პაციენტი გაეწერება იმიტომ, რომ გეგმიურად, პროტოკოლის მიხედვით ტესტირების შედეგად, მხოლოდ მას ეკუთვნის გაწერა.
რეანიმაციაში რჩება 4 პაციენტი. ორის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე, ოქსიგენდამოკიდებულებით. რაც შეეხება ერთი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია მძიმე მდგომარეობაშია, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გამარტივებულია რეჟიმზეა. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას – მათი მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკა არცერთთან არ ფიქსირდება. არცერთი ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპამდე არ შემოსულა. შემოსულია რამდენიმე ორსული და ველოდებით ლუგარიდან პასუხებს. რაც შეეხება ორ ორსულს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ხდება როგორც მათი, ასევე ნაყოფების მონიტორინგი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა რატიანმა.
რატიანი, კორონავირუსი
ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკას დღეს 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში 79 პაციენტი გვყავს, რეანიმაციაში არის 5. დღეს განხორციელდება ერთი პაციენტის გადაყვანა. მართვით სუნთქვაზე ორი პაციენტი რჩება. აქედან ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, მეორის სტაბილურია. რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას – ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. კოვიდ ინფიცირებული გვყავს 61 შემთხვევა, დღეს კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება.
10 პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი გვაქვს მიღებული, იმედი გვაქვს, რომ ათივესთან განმეორებით მოვა უარყოფითი და დღის ბოლოსთვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვყოლია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს”, – განაცხადა რატიანმა.