ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინი დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საიუბილეო მედლით – “დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წელი” დააჯილდოვა.
ამის შესახებ რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს Facebook-ის გვერდზეა ნათქვამი.
აღინიშნება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დაჯილდოვდა იმ პირადი ღვაწლის გამო, რომელიც მან ჩადო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი და დაკრძალული საბჭოთა მოქალაქეების ხსოვნის მარადიულობის უზრუნველსაყოფად, ასევე, იმ ზრუნვისთვის, რომელიც გამოჩენილია სამარხებისა და მემორიალების შენახვაზე.
ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე მაცეგორამ ჯილდო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლი სონ გვონს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები