“მინდა, მოვუწოდო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს – იმ რეგიონებში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, გააორმაგონ შრომა, რომ თითოეულ მოქალაქეს გავაცნოთ ის ინფორმაცია და შეღავათი, რაც წესდება”

“ჩვენს თითოეულ  მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ან იმისა, რომელ რეგიონში ცხოვრობენ, თითოეული მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში თანაბრად მიეწოდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმა გუბერნატორებს ინფორმაციის მიწოდების კუთხით საკუთარ რეგიონებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაავალა.

„ჩვენს თითოეულ  მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ან იმისა, რომელ რეგიონში ცხოვრობენ,  თითოეული მომსახურება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიეწოდება თანაბრად. თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, მინდა, მოვუწოდო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია და შეღავათი, რომელიც წესდება სახელმწიფოს მიერ. გარდა ამისა, მინდა, დავავალო გუბერნატორებს, რომ ამ მიმართულებით გადადგან ქმედითი ნაბიჯები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები