ლევან რატიანი: კლინიკაში შემოყვანილია ორი ორსული, საიდანაც ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა, მეორე ორსულის, ასევე ახალშობილის ტესტის პასუხს კი ველოდებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 70 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფ ერთ ორსულს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო მეორე ორსულისა და ერთი ახალშობილის ტესტის პასუხებს ელოდებიან.
“ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი გვყავს, აქედან კორონავირუსი 70 ადამიანს აქვს დადასტურებული. დღეს კლინიკიდან 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება. რეანიმაციაში 8 პაციენტი გვყავს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, გემოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია, რეანიმაციული ღონისძიებები ხორციელდება. 4 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი მაღალ ოქსიგენურ თერაპიაზე. ხორციელდება მათი მონიტორინგი. ასევე, გუშინ, გადმოყვანილ იქნა ორი ორსული ქალბატონი, საეჭვო შემთხვევა, ერთთან დადასტურდა და ერთთან ველოდებით პასუხს. რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, ჩატარებული კლინიკური კვლევებით სამთთან არის მხოლოდ უარყოფითი დინამიკა გამოვლენილი, დანარჩენებთან უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ასევე გადმოყვანილი არის ახალშობილი, საეჭვო შემთხვევა, ლუგარში გაგზავნილია ტესტი და ველოდებით პასუხს. გუშინ ასევე ახალშობილთა ტესტირების შედეგად 7 მათგანთან ჩატარდა PCR ტესტი. არცერთთან კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დასტურდება. მედპერსონალი, რომელიც ჩვენს კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჩვენი კლინიკის, ისე სხვა კლინიკიდან გადმოყვანილი მედპერსონალის მდგომარეობა სუბიექტურ და ობიექტურ მონაცემებს შეესაბამება”,- განაცხადა რატიანმა.