ამირან გამყრელიძე: ეჭვი მაქვს, ბოლნისში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი
“იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ასე მოგვცეს ინფორმაცია, რომ თითქოს მოლა და მუფტი ცუდ როლს თამაშობსო. ახლა განმეორებით კვლევებს ითხოვენო. განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ 4 დღის შემდეგ, 8 დღის შემდეგ, ახლა ჩვენ რომ დავყვეთ მათ მოთხოვნას და განმეორებით კვლევაზე წავიდეთ, ატყდება 190 კაცი, რომ მათაც განმეორებითი კვლევა ჩაუტარდეთ. განმეორებითები არის 3 – 4 დღის შემდეგ და გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც პროტოკოლით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.