სამხრეთ კორეის მედია: კიმ ჩენ ინი გარდაცვლილია
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია 99%-ით ნამდვილია, – განუცხადა სამხრეთ კორეულ გამოცემა Yonha-ს 2006 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულმა მამაკაცმა, ჩი სონ ხომ, რომელიც, ამჟამად, სეულში, ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს.
“100%-ის სიზუსტით არ ვამბობ, მაგრამ ვამბობ, რომ ამის ალბათობა 99%-ია. ჩრდილოეთ კორეა ლიდერის გარდაცვალებაზე დუმს, რადგან მას შემცვლელის პრობლემა აქვს”, – აღნიშნა მამაკაცმა.
ში სო ხომ აღნიშნა, რომ ფიქრობდა, რამდენ ხანს იცოცხლებდა კიმი ოპერაციის შემდეგ, როდესაც შეატყობინეს მის გარდაცვალების შესახებ.
”კიმი გასულ უქმეებზე გარდაიცვალა”, – თქვა მამაკაცმა.
ამასთან, მას წყარო არ დაუსახელებია და სავარაუდო შემცვლელზე საუბრისას თქვა, რომ, როგორც ყველა, შემცვლელად კიმ იო ჩჟონს მიიჩნევს.