ირაკლი ბერაია: Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ლუგარის ლაბორატორიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გაცხადება შეაფასა, რომელიც რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ეხება.
“ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ზუსტი შეფასება მისცა რუსეთის უკანონო ქმედებებს. მიუხედავად გლობალური მასშტაბის პანდემიისა, რუსეთი აგრძლებს ჰიბრიდულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ. რუსული ხელისუფლების ეშელონებსა და სპეცსამსახურების კედლებში კონსტრუირებული ყალბი გზავნილები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის და ჯანდაცვის სისტემის ეს უმნიშვნელოვანესი დაწესებულება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დაწესებულების როლი Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.