მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისივე განცხადებით, პნევმონიით სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას და მათი მდგომარეობა ემორჩილება მართვას.
„უცვლელი მდგომარეობაა ჩვენთან. ახალი პაციენტები გუშინ არ ყოფილა. გუშინწინ შემოსულების მდგომარეობა საშუალო, საშუალოზე მძიმეა, ჯერ პროგრესირება არ შეინიშნება და, ალბათ, დაგვრჩება, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. სამი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთა ზოგადი მდგომარეობა არ ფასდება როგორც განსაკუთრებული მძიმე. მძიმე პნევმონიის მკურნალობასა და მართვას ემორჩილება სიტუაცია, სტაბილურია და ვნახოთ. ალბათ, რამოდენიმე დღეში ისინიც გადაინაცვლებენ თავიანთი მდგომარეობით საშუალო სიმძიმის პაციენტებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.