თამთა მეგრელიშვილი შალვა ნათელაშვილს: საკმარისია, ადამიანმა დაკარგოს სინდისი და მისთვის ცხოვრება ხდება მშვენიერი და საამური

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შალვა ნათელაშილს პასუხობს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილის ფაქტობრივ მკვლელად მოიხსენია.

მეგრელიშვილის თქმით, პატარკაციშვილის მკვლელები შალვა ნათელაშვილთან ახლოს სხედან, ბიძინა ივანიშვილმა კი ხალხს ღირსება, მომავლის რწმენა დაუბრუნა, გაუღვივა მოქალაქეობის განცდა და დაარწმუნა არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობაში.
“ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესებიდან გამორიცხა ემოციური კომპონენტის დომინანტობა და უზარმაზარი მასის მიზანსწრაფვა კონსტიტუციურ საზღვრებში მოაქცია, გამოავლინა “უკმაყოფილო მასის” პრაგმატული და მიზანმიმართული მართვის უნარი”, – წერს იურისტი.
თამთა მეგრელიშვილის თქმით პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც საზოგადოებას შალვა ნათელაშვილის მიმართ აქვს არის ის, რომ საკმარისია ადამიანმა დაკარგოს სინდისი და ცხოვრება მშვენიერი და საამურია.
“ბატონო შალვა, სიმართლე გითხრათ ყოველთვის მახალისებდით, რადგან
ადრე წარმოდგენილ ლიდერებს ელექტორატი კარგი ლაპარაკისა და პოპულისტური დაპირებების ფონზე ირჩევდა, თქვენ კი ამ წესებიდან ამოვარდნილი სახალისო ფიგურად იქეცით. მახსოვს როგორ იხვეწებოდით” ერთხელ მაინც მანდეთ ქვეყანაო! ამ ნდობაშიც თქვენეული მიზნებით. დღეს თამამად ბრძანეთ ბადრი პატარკაციშვილის ფაქტობრივი მკვლელი ივანიშვილიაო კაცი, რომელმაც, პოლიტიკური პროცესებიდან გამორიცხა ემოციური კომპონენტების დომინანტობა, უზარმაზარი მასის მიზანსწრაფვა კონსტიტუციურ საზღვრებში მოაქცია და გამოავლინა “უკმაყოფილო მასის” პრაგმატული და მიზანმიმართული მართვის უნარი. ადამიანი, რომელმაც დაუბრუნა ხალხს ღირსების გრძნობა, მომავლის რწმენა, გაუღვივა მოქალაქეობის განცდა და დაარწმუნა არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობაში. იქნებ, ბატონო შალვა თქვენც აუწყოთ ფეხი ამ ახალ ხედვას და დაეწიოთ საზოგადოებაში უკვე დანერგილ ღირებულებებს და კიდევ იქნებ, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელები თქვენთან უფრო ახლოს სხედან ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები