ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება

“ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება, ორ დღეში იქნება ეს ალგორითმი გაფართოებული და, შესაბამისად, შაბათ-კვირიდან ჩვენ ახალი ალგორითმით მოქმედებას დავიწყებთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“კლინიკური ჯგუფის მხრიდან იყო შემოსული რამდენიმე ინიციატივა, სადაც განხილული იყო, თუ რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდეგ გაფართოებაში. ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ გაფართოების ალგორითმს დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი, ასევე, სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ იმ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში არის შემოსული სამედიცინო საზოგადოებიდან – თუ იქნება შესაძლებელი, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ამასთან დაკავშირებით, დამატებით კიდევ ვიმსჯელებთ. ორ დღეში იქნება ეს ალგორითმი გაფართოებული და შესაბამისად, შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები