ექიმი-ლაბორანტი: „ჯინექსპერტის“ აპარატით ვირუსის გამოვლენა 50 წუთშია შესაძლებელი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექიმ-ლაბორანტის, ხატია მიქაბერიძის განცხადებით, „ჯინექსპერტის“ აპარატით ვირუსის გამოვლენა 50 წუთშია შესაძლებელი.

„ჩვენმა ლაბორატორიამ ლევან რატიანთან ერთად მოახერხა, რომ ყველა კვლევა, რაც კი კორონავირუსთან იყო დაკავშირებული, არის აწყობილი. შესაბამისად, გვაქვს ყველა საშუალება და რესურსი, რომ გავტესტოთ პაციენტები სხვადასხვა კვლევაზე, მაგრამ არის ისეთი კვლევაც, რომელიც არის საკმაოდ მაღალტექნოლოგიური. ეს არის „ჯინექსპერტის“ აპარატი, რომელიც 50 წუთში გვაძლევს შედეგს. აქ ხდება თავად ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კატრიჯული მეთოდით. არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა იყოს გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აღების დროს რაიმე პრობლემა. გარდა ამისა, ზუსტი შედეგი გვაქვს ძალიან სწრაფ დროში, რადგან სხვა მეთოდით, მეორე დღეს გვაქვს შედეგი.
ეს არის ძალიან კარგი მეთოდი. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ საკმაოდ მაღალი სპეციფიურობის და მაღალი მგრძნობელობის მქონე ტესტი გვქონდეს იმ პაციენტებისთვის, ვისაც, ასევე, სჭირდება იმის დადასტურება არის გამოჯანმრთელება, თუ ინფიცირება, რათა რეაგირება უფრო სწრაფ დროში მოვახერხოთ. ეს მეთოდი მსოფლიოში აპრობირებულია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სწორედ ის არის მწარმოებელი. გამოიყენება სხვადასხვა კვლევებისთვის, ეს არის ტუბერკულიოზებისა და ჰეპატიტების კვლევა. საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს და არის ზუსტი.
ამ მეთოდით კვლევა ყველა პაციენტს ვერ ჩაუტარდება, რადგან რაღაც რაოდენობით გვაქვს კარტრიჯები. თუმცა მძიმე პაციენტებსა და, პირველადად, ისეთ პაციენტებს, რომელთაც რისკი აქვთ, ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ხატია მიქაბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები