ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში covid-19-ით ინფიცირების გამოვლენის უნიკალური მეთოდი იქნება

„ჩვენს კლინიკაში გაიტესტა „ჯინექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჩვენს კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, ეს მეთოდი მასობრივი არ იქნება.
„ეს იქნება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ეს არის უნიკალური მეთოდი და ალბათობა, რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა, რადგან მასში არ არის მონაწილე ადამიანის ფაქტორი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები