აშშ-ში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეა შიმშილის ზღვარზე იმყოფება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებისა და მასობრივი მიმშილის რეალური საფრთხე არსებობს.

ამის შესახებ პომპეომ Fox News-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შესაძლოა, საკვების დეფიციტი გაჩნდეს.

“ყურადღებით ვაკვირდებით ყველაფერს, რადგან ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს ჩვენს გეგმებზე, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციას გულისხმობს”, – აღნიშნა პომპეომ.

მარტის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ჩრდილოეთ კორეა, რომელიც მანამდე ქვეყენაში კორონავირუსის არსებობას უარყოფდა, ეპიდემიასთან ბრძოლის დახმარება მოითხოვა.​

აღინიშნებოდა, რომ ფხენიანმა დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, რათა მოხდეს მეტი ადამიანის ტესტირება.

მედია წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა ძალიან სუსტია და ის კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები