“თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც, ნებისმიერი ცნობით, მათ შორის ნებისმიერი საბანკო ტრანზაქციით, დაადასტურებენ შემოსავლებს, ეს დახმარების მისაღებად საკმარისი იქნება”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებულები, რომლებიც ნებისმიერი ცნობით, მათ შორის ნებისმიერი საბანკო ტრანზაქციით დაადასტურებენ შემოსავლებს, ეს დახმარების მისაღებად საკმარისი იქნება.

მისივე თქმით, ცნობის წარმოდგენის გარეშე თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება რთულია.

“განსაკუთრებულად ლოიალური მექანიზმი იქნება კომისიის მხრიდან ამოქმედებული, რომელიც, პირველ ყოვლისა, ბენეფიციარის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. თითოეული განცხადება იქნება ძალიან ლოიალურად განხილული კომისიის წევრების მიერ. აქ შევა ის პირებიც, ვინც, თუნდაც საბანკო ანგარიშებით, ნებისმიერი ტრანზაქციით დაადასტურებენ რომ მათ რაიმე ტიპის შემოსავალი ერიცხებოდათ. ნებისმიერი ცნობა არის საკმარისი რომ მათ დახმარება მიიღონ. იმ შემთხვევაში თუ მათ არც ერთი ცნობა არ აქვთ, თვითდასაქმებულის იდენტიფიცირება არის ძალიან რთული. ნებისმიერი ცნობა ძალიან ლოიალური მექანიზმით და პრინციპით იქნება განხილული და იქნება პოზიტიური შეფასება გაცემული. გადახდები, ბანკის მეშვეობით გადარიცხვები, ესეც იქნება საკმარისი რომ დაადასტურონ შემოსავლები. იურიდიული პირის მიერ გაცემული რეკომენდაცია ჩაითვლება ერთ-ერთ ცნობად”, – განაცხადა ბარკალაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები