ეკატერინე ტიკარაძე ოპოზიციის კრიტიკაზე: დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი, მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც აუცილებლად იქნება თანმიმდევრული და მიზნობრივი, ვინაიდან მსგავსი მიდგომა აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას და ეს ქვეყნები არიან: გერმანია, შვეიცარია, ავსტრია და მათი ჩამონათვალი არის საკმაოდ დიდი. გამომდინარე აქედან, ეს ჩვენი მიდგომა კვლავ დარჩება სტაბილურად ისეთი, როგორიც არის, თუმცა, იმ ჯგუფების გაფართოებით, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ, მივიჩნევთ, რომ ვართ კონკრეტულად უფრო მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც ამით უფრო მეტად იზრდება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები