ეკატერინე ტიკარაძე: შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე 600-მდე კომპანიაა შემოწმებული და კომპანიების 80-მა პროცენტმა მოთხოვნები დააკმაყოფილა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ამ დროისთვის 600-მდე კომპანიაა შემოწმებული.

მისივე თქმით, კომპანიების 80%-მა მოთხოვნები დააკმაყოფილა.

“მონიტორინგი მიმდინარეობს და, ასევე, გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და, შესაბამისად, ეს პუნქტები სამინისტროს მხრიდან იქნება აუცილებლად დაცული. დღემდე შემოწმებულია 600-მდე კომპანია, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაციის შედეგად, ისინი იყვნენ იმდენად მზად, რომ კომპანიების 80%-მა დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებიც იყო წარდგენილი. დეტალები განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, სადაც დეტალურადაა ახსნილი, თუ რომელ კომპანიას რა ვალდებულებები ეკისრება. ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობს ჩვენი შრომითი ინსპექციაც და ის დაწესებულებებიც, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გაიხსნას“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები