კობა გვენეტაძე: ვფიქრობ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ
ვფიქრობ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სტაბილურობის თვალსაზრისით არცერთ კომერციულ ბანკში არანაირი პრობლემა არ არსებობს.
„იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ბანკების შერწყმა იქნა, არ ვადასტურებ რომ ეს იგეგმება, მაგრამ თუ რამე მოხდა, ეს არანაირად არ იქნება განპირობებული დღევანდელი პანდემიისგან მომდინარე ეკონომიკური პრობლემებისა და იმის გამო, რომ ბანკს რამე ფინანსური პრობლემები აქვს. ვფიქრობ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომერციული ბანკების ზარალმა 747 მლნ ლარი შეადგინა.