ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ორი თეთრიწყაროდან არის, ორი კი თბილისის ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება
ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალობს. სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“ამ ეტაპზე, ბოქსირებულ სექტორში 69 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 59 ადამიანს აქვს დადასტურებული. გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 4 ახალი პაციენტი დაგვემატა. გამოჯანმრთელებული პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. ამ დროისთვის, 18 წლამდე ასაკის 10 მოზარდი გვყავს. სამი არის მაღალი ასაკობრივი რისკის ჯგუფიდან. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. ახალი პაციენტების კლასტერი ცნობილია: ორი გადმოყვანილია თეთრიწყაროდან, ორი თბილისის ცნობილი კლასტერიდაანაა. ჩვენთან უკვე დადასტურებული დიაგნოზით შემოვიდნენ, დედა-შვილია ახალი კლასტერიდან, თბილისის ცნობილ კლასტერს მიეკუთვნებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურია, დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.