სოფელ ჯუთის მოსახლეობას საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გადაეცათ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა- ალექსანდრე ზაგაშვილმა, მერის მოადგილეებმა თამაზ ალიბეგაშვილმა და დავით ქირიკაშვილმა, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ძირითადი მოხმარების არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები სოფელ ჯუთის მოსახლეობას გადასცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
აღნიშნული ღონისძიება ბიზნესსექტორისა და ყაზბეგის მერიის თანამშრომლობით ხორციელდება.
ყაზბეგის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების ფარგლებში მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას და 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა სახის აქტივობებს.