ვლადიმერ ბოჟაძე: ასე როგორ შერიგდნენ ბერძენიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი, რომ გელაშვილის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი უდანაშაულოდ გამოაცხადო

“ასე როგორ შერიგდნენ ლევან ბერძენიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი, რომ ვალერი გელაშვილის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი უდანაშაულოდ გამოაცხადო”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე წერს.

„ბოღმა კლავს ადამიანებს/პოლიტიკოსებს, საკუთარი ხალხის ბოღმა კიდევ უფრო სასტიკად. ასე როგორ შერიგდნენ ლევან ბერძენიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი, რომ 2005 წელს რესპუბლიკური პარტიის წევრის ვალერი გელაშვილის საქმეზე (საპარლამენტო მანდატიც ჩამოართვა „ნაციონალურმა მოძრაობამ”) მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი უდანაშაულოდ გამოაცხადო, ხოლო დანაშაულად გამოაცხადო შენი ქვეყნის, საქართველოს სრულიად სამართლიანი პოზიცია, ძებნილი პრეზიდენტის უკრაინაში შესაძლო დანიშვნის შესახებ”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები