ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს რესურსი, რომ ექიმების გადანაწილება სტრატეგიულად დავგეგმოთ, შესაბამისად, იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, დეფიციტი არ შეიქმნება

“რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა არ არის და არ შეიქმნება, ვინაიდან გვაქვს იმის რესურსი, რომ ექიმების გადანაწილება სტრატეგიულად დავგეგმოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ექიმების დაინფიცირება უმრავლეს შემთხვევაში სამუშაო ადგილზე არ მომხდარა.

„ყველა კლინიკის აღჭურვილობაზე, მაღალტექნოლოგიური თუ პირადი დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვზრუნავთ. სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი უზრუნველყოფა პირადი დაცვის საშუალებებით, ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვაქვს შემუშავებული ყველა იმ დაწესებულებასთან მიმართებით, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს თუნდაც, სასუნთქ აპარატებს, ჩვენ მათ ვამარაგებთ ეტაპობრივად სასუნთქი აპარატებით. რაც შეეხება ექიმის დაინფიცირებას – მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილზე და ეს არის აღსანიშნავი. ჩვენ ექიმებს უტარდებათ ისეთი ტრენინგები, რომელიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებით. ასევე, დეტალურად ვიკვლევთ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება. იმ საკითხს, რომ ექიმების დეფიციტი დგას, ამ ეტაპზე  არ ვადასტურებ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვდ იმის რესურსი,  სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და, შესაბამისად, ეს დეფიციტი იმ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, არ შეიქმნება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები