მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან 7 ინფიცირებული პაციენტი გადმოიყვანეს

ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, მათ კლინიკას ბოლნისიდან და შინდისიდან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 7 პაციენტი დაემატა.
მისივე ინფორმაციით, 54 ინფიცირებული პაციენტიდან 11 საყურადღებოა.
“ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 54. დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე ასაკის პირი არის 11. ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ სტაბილურად მძიმეა. 11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები