მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტის დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისივე თქმით, ორი პაციენტის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე დაუდგენელია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
“დღეისთვის, 24 საათში 15 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, ძირითადად, ყველა ცნობილი წყაროდანაა: მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო და მხოლოდ ორი პაციენტის წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
გამოჯანმრთელებულია სულ 156 ადამიანი. თუ ამ მონაცემებს შევაჯამებთ, კოვიდის მიმღებ ცენტრებში დღეს, დილის მონაცემებით  349 პაციენტი მკურნალობს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები