გაერო: პანდემიის შედეგად მსოფლიოში 195 მილიონი სამუშაო ადგილი შემცირდება

ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა წლის მხოლოდ მეორე კვარტალში შესაძლოა, მსოფლიოში 195 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირება გამოიწვიოს, – ამის შესახებ გაერო-ს მოხსენებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი მსოფლიო ეკონომიკას რეცესიაში აგდებს და უმუშევრობის ისტორიულ მაჩვენებელს უახლოვდება.

“2020 წლის მხოლოდ მეორე კვარტალში კრიზისმა შესაძლოა, 195 მილიონი სამუშაო ადგილის შემცირება გამოიწვიოს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მოხსენებაში განმარტებულია, რომ ყველაზე მეტად დაზარალდნენ მცირე და საშუალო საწარმოები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები, თვითდასაქმებულები, დაქირავებულები, ლტოლვილები და შრომითი-მიგრანტები.

კრიზისმა გავლენა მოახდინა მომსახურების სფეროში სამუშაო ადგილებზე, მათ შორის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები