თბილისში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ძმობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.