სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველი: კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჩჟო ინის საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა სპეციალური მრჩევლის, ჩუნგ-ინ მუნის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ცოცხალი და ჯანმრთელია.

ამის შესახებ ჩუნგ-ინ მუნმა CNN-ს განუცხადა.

მისი თქმით, კიმ ჩენ ინი 13 აპრილიდან ვონსანის რაიონში იმყოფება და ამ ხნიდან არავითარი გადაადგილება არ შეინიშნებოდა, რომელი შეიძლება, შეშფოთების საგანს წარმოადგენდეს.

“ჩვენი მთავრობის პოზიცია მკაფიოა. კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს”, – აღნიშნა დიპლომატმა.

იმავე სტილის განცხადება სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, კიმ ენ ჩხოლმა გააკეთა, რომელიც ასევე ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებს კურირებს.

Reuters-ის ინფორმაციით, სეულში გამართულ დახურულ ფორუმზე მინისტრმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობას საკმარისი სადაზვერვო რესურსი აქვს,  დანამდვილებით განაცხადოს, რომ ჩრდილოეთ კორეაში რაიმე ექსტრაორდინალური არ ხდება.

კიმ ჩენ ინის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ პირველი ინფორმაცია 25 აპრილს გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები