ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ტელეინტერვიუზე: გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს

„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს, ბატონი მერაბიშვილი აბსოლუტურად უტიფრობით გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ მათ ხელისუფლებას და მას პირადად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ იყო დანაშაულისგან თავის არიდების მცდელობა, არამედ ეს მათი ჩვეულებრივი პოლიტიკური სტრატეგია და ხედვაა.

„თეორიულად რომ დავუშვათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ხალხმა მერაბიშვილის სახით გვითხრა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისევ ცხოვრებას იმიტომ, რომ არ მიიჩნევდნენ, რომ ეს ყველაფერი დანაშაულია და შემდგომ ამ ყველაფერს დააბრალებენ სხვას. ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხისა და იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც აწამეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები