ანდრია გვიდიანი: იმნაძის ბრიფინგს ვუყურე და ყველას ნაცვლად მე შემრცხვა

“პაატა იმნაძის ბრიფინგს ვუყურე და ყველას ნაცვლად მე შემრცხვა. ეს ხალხი ისეთ დღეში მოაქციეს, კაცს ბოდიშების მოხდა უწევს, რომ საქართველოში 20-30 შემთხვევა ფიქსირდება და არა – 200 და 300”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს.

მისი თქმით, ამ პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯისთვის, ყველა განცხადებისთვის, უაზრო ბაქი-ბუქისა და პოლიტიკოსობანას თამაშისთვის ყველას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„ადამიანმა ყველაფერი რომ არ უნდა იკადროს, ალბათ, მარტივი ჭეშმარიტებაა. თუმცა, არა “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი PR სამსახურის – “მთავარი არხისთვის”.
პაატა იმნაძის ბრიფინგს ვუყურე და ყველას ნაცვლად მე შემრცხვა. ეს ხალხი ისეთ დღეში მოაქციეს, კაცს ბოდიშების მოხდა უწევს, რომ საქართველოში 20-30 შემთხვევა ფიქსირდება და არა – 200 და 300. ბოდიშებს იხდიან იმის გამო, რომ მხოლოდ 6 გარდაცვლილი გვყავს და არა – 600.
როდესაც საღი აზრი საერთოდ აღარ გაგაჩნია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად გაბრმავებს, ტელევიზორთან წამოწოლილი ე.წ. პოლიტიკოსებისთვის, ალბათ, ძალიან მარტივია ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების კრიტიკა.
რამოდენიმეჯერ ვთქვი, რომ მათმა PR სტრატეგიამ ყველა მიმართულებით წააგო. უამრავ შემთხვევაში უსაფუძვლო და უსაგნო კრიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და საზოგადოება ვერაფრით აიყოლიეს. ბოლოს დარჩა ავტორიტეტებზე შეტევის ტაქტიკა და არაერთი იერიში მიიტანეს ჩვენს საამაყო ექიმებზე.
ეს მავნებლური, მოღალატეობრივი და კონტრპროდუქტიული ქმედებები უკვალოდ არ ქრება. ხალხი ყველაფერს ხედავს და არავის არაფერი ავიწყდება. დღეს ისეთი რთული ვითარებაა, ამ პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯისთვის, ყველა განცხადებისთვის, უაზრო ბაქი-ბუქისა და პოლიტიკოსობანას თამაშისთვის ყველას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“, – წერს გვიდიანი „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები