ზაალ ანჯაფარიძე მერაბიშვილზე: ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს, კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და „იმედის” დარბევასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის კომენტარს ეხმიანება, რომლის თანახმადაც „იმედის” დარბევა არა შეცდომა, არამედ პრობლემა იყო.
„აი, ზუსტად ამართლებს ორ ცნობილ გამონათქვამს, რომ „ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს” და „კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს”. ასეა ეს „ნაცმოძრაობასა” და მის ანასხლეტებთან მიმართებით და ამ გზით ივლიან სულ, ვიდრე არსებობენ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.