ფხენიანის გაზეთი: კიმ ჩენ ინი “დოკუმენტებთან მუშაობას აგრძელებს”

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი დოკუმენტებთან მუშაობას აგრძელებს, მან აღმოსავლეთ სანაპიროზე ვონსან-კალმას ტურისტული ზონის მშენებლებს მადლობის წერილი გაუგზავნა.

ამის შესახებ სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური გაზეთი, “ნოდონ სინმუნი” იტყობინება.

“ამხანაგმა კიმ ჩენ ინმა მუშებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც ვონსან-კალმას სანაპირო ტურისტული რაიონის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ცნობაში არ არის დაკონკრეტებული ზუსტი თარიღი, თუ როდის გაუგზავნა კიმ ჩენ ინმა მშენებლებს მადლობის წერილი, არც მისი ახალი ფოტოებია განთავსებული.

კიმ ჩენ ინი ხალხში 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა. ცნობილია, რომ მან გულზე ოპერაცია გადაიტანა და, სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, კიმი ან გარდაცვლილია ან რეაბილიტაციას ერთ-ერთ რეზიდენციაში განაგრძობს.

გარდა ამისა, მედია იმასაც წერს, რომ კიმ ჩენ ინის შემცვლელად უკვე ერთი წელია, მისი უმცროსი და, კიმ იო ჩჟონი მზადდება, იანვრიდან კი მისი ხელმოწერით რამდენიმე დირექტივაც გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები