ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის ქალი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 95 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თანხმლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

დაავადებულს კორონავირუსის დიაგნოზი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა ის თავდაპირველად ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა. კლინიკაში კი მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 20 აპრილს გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შესვლისას პაციენტს ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ასევე მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები