“ბოჭორიშვილის კლინიკიდან” კორონავირუსზე კვლევაში დღეს 17 პაციენტი ჩაერთვება

 

“ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში” ახალ კორონავირუსზე 17 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან,- ამის შესახებ “კვირას” კლინიკაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, 17-დან 5 პაციენტს COVID 19-ზე მეორადი ანალიზი ჩაუტარდა.

„კვლევები მიმდინარეობს, 17 პაციენტის ანალიზის პასუხები გვაქვს გაგზავნილი, აქედან 5 პაციენტს მეორადი ანალიზი ჩაუტარდა. ველოდებით, პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი“, – განაცხადეს კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები