პაატა იმნაძე: ყველა პაციენტს, რომელსაც სიცხე და პნევმონია აქვს, ტესტირება უტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით პაციენტებს, რომლებსაც პნევმონია და სიცხე აღენიშნებათ, ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უტარდებათ.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და რომელიც არის პნევმონიით ხორციელდება არა მარტო „ცხელების ცენტრებში“ და არა მარტო კოვიდკლინიკებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში“,- განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები