ლევან რატიანი: 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, 6 გამოჯანმრთელებული ადამიანი კი კლინიკას დღეს დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 86 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი კი კლინიკას დღეს დატოვებს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 115 პაციენტი გვყავს. აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 86 ადამიანს. რეანიმაციულ განყოფილებაში 7 პაციენტი გვყავს.

7 პაციენტიდან ორის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, გემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სხვადასხვა განყოფილებებში იმყოფებიან რჩება სტაბილური, გართულებების გარეშე. დღეს, 6 პაციენტი ტოვებს კლინიკას კოვვირუსის გარეშე“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები