მეუფე დანიელი: ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო ადამიანთა ჯანმრთელობისთვის
“კოვზი, რომლითაც ზიარება ხდება – ეხება იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ამაშია ახსნა თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება ადამიანთა ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის”,- ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.
“კოვზი, რომლითაც ზიარება ხდება – ეხება იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს. თუ ადამიანი არ ეზიარება, მაგრამ ამ კოვზს უბრალოდ შეეხება, ეს კოვზი უკვე არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და ის აუცილებლად განიკურნება. ამაშია ახსნა თუ რატომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო ადამიანთა ჯანმრთელობისთვის”,- განაცხადა მეუფე დანიელმა.