ლევან რატიანი: ექიმები ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, დღეს ექიმების შეკრების მიზანი კორონავირუსზე მკურნალობის ერთიან სქემაზე შეთანხმება იყო. როგორც მან აღნიშნა, ყველა ექიმი ერთ დიდ ოჯახს წარმოადგენს.
„ექიმები ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ, აქედან გამომდინარე, ინტერნეტ სივრციდან გადმოვედით სამუშაო სივრცეში. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს, იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ. დღევანდელი შეკრების მიზანი ჩემი ინიციატივა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივა სწორედ ეს არის. ქვეყნის ექიმები, რატომღაც ვიღაცებს ეგონათ, რომ ვიყავით განცალკევებულები, არა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ სანამ ეს ქვეყანას სჭირდება,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები