ლევან რატიანი: ვიმედოვნებთ დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას
“ამ ეტაპზე უკვე მიდის ხუთი პაციენტი ვრისუსის გარეშე, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს. იმედი გვაქვს, რომ 11-ვე იქნება უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას”,-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 112 პაციენტია, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი იმყოფება, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. 44 პაციენტი გყავს ინფიცირებული მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ შვიდი ახალი პაციენტი, რომლებთანაც ამ ეტაპამდე არ დასტურდება არანაირი გართულება. რაც შეეხება გაგზავნილი პასუხებიდან, ყველა მივიღეთ უარყოფითი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.