ნათია თურნავა: განსაკუთრებული მადლობა ფონდ “ქართუსა” და ბატონ ბიძინა ივანიშვილს StopCov-ის ფონდში ძალიან სოლიდური შენატანისთვის
„განსაკუთრებული მადლობა ფონდ “ქართუსა” და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ძალიან სოლიდური შენატანი გააკეთა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ესაა მცირე ნაწილი იმ ქველმოქმედებისა, რომელსაც ფონდი “ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი ამ წლების მანძილზე საქართველოში ეწევა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის შექმნილი რთული ვითარებიდან ეტაპობრივ გამოსვლას შეეხება. მასში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე.