“სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყება შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი, მათ შორის, ეს იქნება მშენებლობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები, სარეკრეაციო ზონები”
“მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, ეს იქნება ორი კვირის შემდეგ, თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი.
„ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირველი, მეორე და მესამე ეტაპი, ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომელიც სრულად არა, მაგრამ ძირითადად ღია სივრცესთან არის დაკავშირებული.