ცესკო-ს თანამშრომლებმა StopCoV ფონდში 26 000 ლარი გადარიცხეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საოლქო საარჩევნო კომისიები და ცესკო-ს სწავლების ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ და StopCoV ფონდში 26 000 ლარი გადარიცხეს.

“საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საკუთარი ანაზღაურებიდან შეაგროვეს თანხა (26 000 ლარის ოდენობით) და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით StopCoV ფონდში გადარიცხეს.

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებაში წვლილის შესატანად, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირადი ფინანსური შემოსავლების (ხელფასის) ნაწილი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში საკუთარი სურვილით გადარიცხეს”, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

“საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა სახის დახმარების აქციებს და მომავალშიც აქტიურად იქნებაჩართული საქველმოქმედო თუ სოციალურ ღონისძიებებში”, – აცხადებენ ცესკო-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები