ცოტნე ზურაბიანი: კიდევ ერთი პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო მედიის მხრიდან საქართველოს მთავრობის სწორი, დროული და ეფექტიანი პოლიტიკის შესახებ
„დაავადების გავრცელების დაბალი მაჩვენებელი და ზოგადი ეპიდემიოლოგიური ვითარება მთავრობის ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სისტემის კოორდინებული, ეფექტიანი მუშაობისა და გადამწყვეტი ზომების მიღების შედეგია”, – უმრავლესობის წევრი, ცოტნე ზურაბიანი „ბიბისის” რადიოს გადაცემა NEWSDAY-ში საქართველოს ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ფიზიკური დისტანციის დაცვის აუცილებლობასთან ერთად, სადაც მოსახლეობამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მთავრობა ახლა უკვე ეკონომიკური გეგმის ამუშავებას იწყებს.
„კიდევ ერთი პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო მედიის მხრიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სწორი, დროული და ეფექტიანი პოლიტიკის შესახებ, ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ.
დაავადების გავრცელების დაბალი მაჩვენებელი და ზოგადი ეპიდემიოლოგიური ვითარება მთავრობის ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სისტემის კოორდინებული, ეფექტიანი მუშაობის და გადამწყვეტი ზომების მიღების შედეგია.
ფიზიკური დისტანციის დაცვის აუცილებლობასთან ერთად, სადაც მოსახლეობამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მთავრობა ახლა უკვე ეკონომიკური გეგმის ამუშავებას იწყებს, რათა მოხდეს ეპიდემიით გამოწვეული სოციალური რისკების დაბალანსება”, – წერს ცოტნე ზურაბიანი.