პრემიერი: სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება
“სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე”, – ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, აკადემიური წელი არ გამოცხადდება.
„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება. დღეს შემიძლია, გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება. ეროვნული გამოცდები ჩატარდება. აქ შეიძლება, იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი.
სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ელ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება“, – განაცხადა პრემიერმა.