სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს თვეში 200 ლარით დაეხმარება

სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 1200 ლარით დაეხმარება, ანუ თვეში – 200 ლარით.
ამის შესახებ პრემიერი, გიორგი გახარია აცხადებს.

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა და ვეღარ იღებს ხელფასს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას მიიღებს 1200 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ.

აქ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეის მონაცემებით, იმ ფონდებით, რომელიც გვაქვს, ისარგებლებს მინიმუმ 350 000 მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მილიონი ლარის ხარჯს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები