დონალდ ტრამპი: კიმ ჩენ ინზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კინ ჩენ ინის ჯანმრთელობის გაუარესაბასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლო უწოდა.

როგორც ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე თქვა, ის იმედოვნებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ განიცდის, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობები ზუსტი არ არის ინფორმაცია და რომ ეს ინფორმაცია ზუსტი არაა.

მანამდე, კიმის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სამხრეთკორეულმა სააგენტო “იონხაპმა” უარყო. აღნიშნული სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

21 აპრილს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ ჩინ ინის მდგომარეობა გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გაუარესდა. კიმი 11 აპრილიდან ხალხში არ გამოჩენილა.

იაპონურმა ჟურნალმა დაწერა, რომ კიმ ჩენ ინის შემცვლელად უკვე ერთი წელია, მისი უმცროსი და მზადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები