თენგიზ ცერცვაძე: საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს, ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს და ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის.

“ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველა მაინც გამოვდივართ გარკვეულად იქედან, რომ ეს სენსიტიური თემაა. ყველა პატივს ვცემთ ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს, ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები