თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინა, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე არ იქნება

“მე ვიცი, რომ ვაქცინები უკვე შექმნილია. რამდენადაც ვიცი, გამოცდაც დაიწყო აშშ-ში და თუ არ ვცდები გერმანიაში, მაგრამ ამას ხანგრძლივი დრო სჭირდება”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე არ იქნება.

“მე ვიცი, რომ ვაქცინები უკვე შექმნილია. მისი პირველი ნიმუშები შექმნილია. რამდენადაც ვიცი, უკვე გამოცდაც დაიწყო აშშ-ში და თუ არ ვცდები გერმანიაში. მაგრამ, ამას ხანგრძლივი დრო სჭირდება, რომლის დაჩქარების შემთხვევაშიც კი ვარაუდობენ, რომ სულ ცოტა ერთი წელი მაინც დასჭირდება ანუ, ამ წლის ბოლომდე სავარაუდოდ, ვაქცინა არ იქნება”, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები