ნიუ იორკის ზოოპარკში კორონავირუსი ცხოველებს დაუდასტურდათ
ნიუ იორკში, ბრონქსის რაიონში მდებარე ზოოპარკში კორონავირუსი ხუთ ვეფხვს, და სამ ლომს დაუდასტურდა, – ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის საიტზე.
დირექცია აღნიშნავს, რომ ერთი ვეფხვის შემთხვევაში დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
“ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ჩვეულებრივად იქცევიან, კარგად იკვებებიან და უკვე ნაკლებად ახველებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, CNN-ის ინფორმაციით, ნიუ იორკში კორონავირუსი ორ კატას გამოუვლინდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სოციალური დისტანცირების წესის რეკომენდაციით ცხოველების შემთხვევაშიც გამოდიოდა. კერძოდ, რეკომენდებულია ქუჩაში ცხოველების ყოფნის დროის შემცირება, ასევე, მათთან კონტაქტის შემდეგ ხელების დაბანა.