ეკატერინე ტიკარაძე: მაისის დასაწყისში 100 000-მდე „პისიარ“ ტესტი გვექნება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 10 000-ზე მეტი PCR ტესტის სრული კომპლექტაციაა. როგორც მან აღნიშნა, მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა 100 000 მდე გაიზრდება.
„ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს, მაისის დასაწყისში PCR ტესტების რაოდენობა შეივსება – 100 000-მდე. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 000-ზე მეტი სწრაფი ტესტი და დამატებით კიდევ გვაქვს 9 000 ტესტი, რომელიც დარიგებულია ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე, მათი თანამშრომლების ტესტირება, რის შედეგადაც შემდეგ ხდება PCR-ით გადამოწმება და საბოლოო დასტურის მიღება საეჭვო შემთხვევებზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.