ლევან რატიანი: ამდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, 17-მა კი შესაძლოა, კლინიკა ხვალ დატოვოს.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში არის 90 ინფიცირებული. დღეისათვის 8 პაციენტი ეწერება, ბოლო 24 საათში, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, რადგან ამდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან. ასევე, პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17, ველოდებით განმეორებით ტესტის პასუხს, თუ ხვალ მოვიდა 17 უარყოფითი ორჯერადად, ხვალ 17 დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები